ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღებაექცევა გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას დამდგრად განვითარებას. აღნიშნული მიზნების მიღწევაშიმნიშვნელოვანი როლი აქვთ მოქალაქეთა ენერგეტიკულგაერთიანებებს და ერთობლივ ქმედებებს, რაცადგილობრივ თემებს აძლევს საშუალებასგაერთიანდნენ, აკონტროლონ საკუთარი ენერგეტიკულისაჭიროებები და ასევე იზრუნონ გარემოზე.
ენერგეტიკული გაერთიანებები მოქალაქეებსშესაძლებლობას აძლევს ჰქონდეთ ელექტროენერგიისგენერაციის საკუთარი წყარო საკუთარი სარგებლობისმიზნით, ასევე დაზოგონ და დააგროვონელექტროენერგია ან/და მიაწოდონ ქსელს და საკუთარიმოთხოვნის მოქნილობა შესთავაზონ ბაზარს. ასეთშემთხვევაში მომხმარებელთა ჯგუფს ასევე აქვსშესაძლებლობა მოახდინოს ჭარბი ელექტროენერგიისრეალიზაცია და მიიღოს დამატებითი ფინანსურისარგებელი.
„სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“-პაკეტისერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ენერგეტიკულსექტორში ერთობლივი და მოქალაქეებზეორიენტირებული ენერგეტიკული ქმედებებისმხარდაჭერა და სტიმულირება ენერგეტიკულიგაერთიანებების სახით. საქართველოში ენერგეტიკულიგაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა ამ ეტაპზე არარის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. საქართველოს, როგორც ევროკავშირის ენერგეტიკულიგაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს, ვალდებულებააქვს, უახლოეს მომავალში მოახდინოს აღნიშნულიკანონმდებლობის ჰარმონიზება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებსნეტო-აღრიცხვის პროგრამა, მათ შორის ვირტუალურინეტო-აღრიცხვა. ამჟამად აღნიშნული პროგრამა არისერთობლივი ქმედებების ერთადერთი ინიციატივასაქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებელთასხვადასხვა ჯგუფს. თუმცა ევროპული რეგულაციებისდანერგვა ენერგეტიკული გაერთიანებებისათვისსაქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ შესაძლებლობასმისცემს, გახდნენ აქტიური მომხმარებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოშიერთობლივი ქმედებების/ენერგეტიკულიგაერთიანებების დანერგვის მხარდაჭერა დაპოპულარიზება, ასევე მოსახლეობის ახალი ცოდნითა დაშესაძლებლობებით აღჭურვა.
ამ კუთხით, საქართველოში 2021 წლიდანმიმდინარეობს პროექტი SHAREs, რომლის მიზანიცააენერგეტიკული გაერთიანებების პრაქტიკულიმაგალითების დანერგვა და ევროპული გამოცდილებისგადმოტანა. ამასთან ერთად, SHAREs პროექტისფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო პორტალისაქათველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ - www.energy4all.ge. აღნიშნულ პორტალზე განთავსებულიატექნიკური, იურიდიული, ფინანსური, საკანონმდებლო-მარეგულირებელი ინფორმაცია, აგრეთვე გზამკვლევებიდა დამხმარე მასალები, რომელიც დაეხმარება ყველადაინტერებულ პირს ენერგეტიკული გაერთიანებებისჩამოყალიბების პროცესში.
აღნიშნულ პლატფორმაზე ნებისმიერ ადამიანსშესაძლებლობა აქვს დეტალურად გაეცნოს უშუალოდენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებისკონცეფციას და მიიღოს ამომწურავი პასუხი ყველა იმკითხვაზე, რომელიც მას ექნება. საინფორმაციოპორტალზე ასევე შესაძლებელი ნებისმიერიდაინტერესებული პირი გაეცნოს ამ მიმართულებითარსებულ კანონმდებლობას, დაფინანსების მოძიებისსხვადასხვა გზებს და მოქალაქეთა საკომუნიკაციო და დამხმარე მასალებს.