პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიისბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა. გარდამავალ მოდელში შენარჩუნებულიაელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პირველივლისამდე არსებული სტრუქტურა, იმ განსხვავებით, რომ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა, პირდაპირი ხელშეკრულებების და საბალანსოელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის გარდა, შესაძლებელია დღით ადრე და დღიურ ბაზრებზეც, საათობრივი პროდუქტებით. გარდამავალ მოდელში, ასევე, შენარჩუნებულია თვიური საანგარიშოპერიოდი.
ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისშესაბამისად, გარდამავალი მოდელისფუნქციონირება 2025 წლის 1 ივლისამდეგაგრძელდება. 2025 წლის 1 ივლისიდან დაგეგმილიასაბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისადა საათობრივი დაბალანსების ამოქმედება.
ბაზრის გარდამავალ მოდელში დღით ადრე დადღიურ ბაზრებზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებსდა საბითუმო მიმწოდებლებს ამ ეტაპზე ბირჟაზემონაწილება ეზღუდებათ. ბირჟაზე მონაწილეობაშეუძლიათ მსხვილ მომხმარებლებს, საცალომიმწოდებლებს და გადამცემი და გამანაწილებელისისტემის ოპერატორებს მხოლოდ ელექტროენერგიისშესყიდვის, ხოლო დერეგულირებულელექტროენერგიის მწარმოებლებს - ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციითამგვარი შეზღუდვის განსაზღვრა განპირობებულიიყო გარკვეული რისკების მაქსიმალური დაზღვევისმიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ლიბერალიზაციისსაწყის ეტაპზე შესაძლოა არსებობდეს გარკვეულირისკები და მოლოდინები, მათ შორის ის რისკებიც, რასაც ასახელებდნენ ბაზრის მონაწილეები სამიზნემოდელთან მიმართებით, ბაზრის ლიბერალიზაციადა თავისუფალი საბაზრო მექანიზმების დანერგვაზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას დაგამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნისენერგორესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას, ხარჯების ამსახველ ფასწარმოქმნას და მეტსოციალურ სარგებელს, რაც გრძელვადიან პერიოდშიელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობსხელს.
ხსენებული რისკების გათვალისწინებითსაქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამიზნე მოდელის დანერგვამდე აემოქმედებინაგარდამავალი მოდელი, რომელშიც ბაზრისმონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნებოდაორგანიზებულ სეგმენტზე ვაჭრობა.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზექვეყნდება ინფორმაცია მონაწილეების, ასევე ჯამურისაათობრივი მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ. ამეტაპისათვის ბირჟაზე რეგისტრირებულია 6მონაწილე, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა დიდინაწილი აკვირდება მიმდინარე პროცესებს. სავაჭროგანაცხადებით შეთავაზებული ელექტროენერგიისრაოდენობა არ გამოიყურება უმნიშვნელოდ, ბაზრისგახსნის ამ ეტაპისთვის.
ბაზრის გარდამავალ მოდელზე დაკვირვება მუდმივრეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმისშემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუპროცესები მნიშვნელოვნად ასცდება იმ მოლოდინებს, რაც გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდეარსებობდა, გამოყენებული იქნება დამატებითიმარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე ვაჭრობაშიმონაწილეობაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად.