საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

გაზის საერთაშორისო ფასები მკვეთრად გაიზარდა

2021 წლის მოსვლა გაზის ბაზარმა ფასების მკვეთრი ზრდით დაიწყო. ამის მიზეზები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განსაკუთრებით ცივი ზამთარი და თხევადი გაზის წარმოებაში და ლოგისტიკაში გაჩენილი პრობლემების გამო ამ ტიპის საწვავის მიწოდების შემცირებაა.

წლის დასაწყისში თხევადი გაზის შესყიდვები აზიაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ფასმა 1000 კუბურ მეტრზე რეკორდულ 800 დოლარს მიაღწია. შედეგად, მთელი თავისუფალი თხევადი გაზი აზიაში წავიდა, ევროპა კი „გაზპრომს“ შერჩა.

გაზის ფასი როგორც აზიაში, ასევე ევროპაში რეკორდს რეკორდზე ხსნის ცივი ზამთრის ფონზე. მაგალითად, ჰოლანდიურ სავაჭრო პლატფორმა TTF-ზე 1000 კუბური მეტრის ღირებულებამ 252 დოლარი შეადგინა, ეს მაქსიმალური ფასია 2019 წლის 25 იანვრიდან.

ესპანეთში, რომელსაც თავს ძლიერი თოვლი დაატყდა, ადგილობრივ ჰაბ PVB-ზე გაზის ფასი 645 დოლარამდე ავარდა.

„გაზპრომმა“ უკრაინულ სატრანზიტო სისტემაში დამატებითი გაზის გატარებისთვის აუცილებელი სიმძლავრეები უკვე მოამზადა, თუმცა, ამ ეტაპზე საწვავს ევროპას იქვე არსებული მიწის ქვეშა საცავებიდან აწვდის.

დღე-ღამეში რუსეთი უკრაინის გავლით ჯამურად დღე-ღამეში 151 მლნ. კუბური მეტრი ტრანსპორტირება შეუძლია, თუმცა, რეალურად ამ მარშრუტით 100 მლნ. კუბომეტრი მიედინება.


ამ ეტაპზე „გაზპრომი“ უფრო აქტიურად „თურქულ ნაკადს“ და „ჩრდილოეთ ნაკად-1“-ს იყენებს. პარალელურად, ევროპის გაზსაცავებში დაგროვილი მარაგები სწრაფად მცირდება. იანვრის 10 დღეში შემცირებამ 7% შეადგინა და დღეს  66 მლრდ. კუბური მეტრი გაზი ინახება.

ცივი ზამთრის გარდა, ევროპაში ფასის ზრდის კიდევ ერთი მიზეზია თხევადი გაზის მიწოდების შემცირება. მთელი თავისუფალი გაზი აზიაში მიდის, სადაც ის 812 დოლარამდე გაძვირდა.

სხვა ფაქტორებთან ერთად ეს ლოგისტიკურმა პრობლემებმაც გამოიწვია. თხევადი გაზით დატვირთული ხომალდები აზიაში მექსიკის სრუტეს და პანამის არხის გავლით მიდიან, თუმცა, ამ მარშრუტების გამტარუნარიანობა შეზღუდულია. დღე-ღამეში მას 2 გემის გატარება შეუძლია, რაც გაზის მიწოდების ტემპებს მნიშვნელოვნად აფერხებს.

თუმცა, მოთხოვნა აზიაში იმდენად გაზრდილია, რომ აშშ-დან დღე-ღამეში თხევადი გაზის ექსპორტმა 277 მლნ. კუბური მეტრი შეადგინა. ევროპაში ამ მოცულობის მხოლოდ 30% მიდის, ხოლო აზიაში – 50%.

ექსპერტების აზრით, ეს ნახტომისებრი ზრდა დროებითი მოვლენაა და წინასწარი შესყიდვების ფასების შემცირება უკვე დაიწყო.

გაზის დეფიციტის წარმოქმნაც ნაკლებად მოსალოდნელია. ამინდი კლიმატური ნორმების ფარგლებშია, ხოლო უახლოეს დღეებში თხევადი გაზის მიწოდება ბაზარზე გაიზრდება.

2021 წლის პირველი კვარტალი განსაკუთრებით მომგებიანი „გაზპრომისთვის“ იქნება. ბუნებრივი გაზი დღეს ევროპაში უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე თხევადი, თანაც მისი მიწოდება უფრო სტაბილურია და არაა დამოკიდებული სატრანსპორტო ნაკადებზე.

ბუნებრივი გაზი ასევე თხევადზე იაფია.

სავარაუდოდ, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთვევაში „გაზპრომის“ ექსპორტი 2019 წლის მაჩვენებლებს უახლოეს თვეებში მიაღწევს.

წყარო: “კომერსანტი”

პოზიცია