საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გეგმავს სტატისტიკური პორტალის შექმნას, სადაც განთავსებული იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები/ინფორმაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორების შესახებ.

პორტალის შექმნის მიზანია კომისიაში თავმოყრილი საჯარო ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იყოს მარტივად, დროულად და მოსახერხებელი ფორმატით.

სტატისტიკური პორტალის პოტენციურ მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების, მოლოდინების, სტატისტიკური ინფორმაციის სახეებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, შემუშავდა კითხვარი. გამოკითხვის შედეგები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული პორტალის შემუშავების პროცესში.

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი 2024 წლის 23 აპრილის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/myRQABDAEJY63Rpu6