ალტერნატიული ენერგია

იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

გერმანიაში სამინისტროები ბოლო ატომური სადგურების შენარჩუნებას მხარს არ უჭერენ

გერმანიის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს ქვეყანაში დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების გახანგრძლივებას. გერმანიაში გასული თვის ბოლოს წამოაყენეს რამდენიმე ატომური სადგურის შენარჩუნების იდეა, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დახურულიყო. მიზანი ქვეყნის რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიაზე დამოუკიდებლობის შემცირება იყო, თუმცა ოფიციალური უწყებების პოზიციით, ამ ნაბიჯის ხარჯები და რისკები აჭარბებს მისგან მიღებულ შეზღუდულ სარგებელს. “სარგებლის, რისკებისა და გაზის მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის ...

Read More »

უკრაინა-რუსეთი: როგორ იმოქმედებს კონფლიქტი განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარებაზე?

ევროპის უდიდესი ეკონომიკის ძლიერ დამოკიდებულებას რუსული ენერგიის იმპორტზე, მისი მოკავშირეთა დიდი ნაწილი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, სტრატეგიულ რისკად აფასებს. გერმანია, ბოლო წამამდე იცავდა რუსეთის, როგორც სანდო მიმწოდებლის ღირსებას, თუმცა, უკრაინაში შეჭრამ ქვეყანას Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებისკენ უბიძგა. გერმანიის ვიცე-კანცლერმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას „სრულიად ალოგიკური“ ქმედება უწოდა. ეკონომიკურ საქმეთა მინისტრის რობერტ ჰაბეკის აზრით კი, რუსულ ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირება, ...

Read More »

რომელია ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურები – Top-5

2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების საერთო რაოდენობა 52-ია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency-IAEA) მონაცემებში წერია. ევროპის ატომური ელექტროსადგურებიდან ექსპლუატაციაში 119 რეაქტორია. მათი ჯამური დადგენილი სიმძლავრე 116,405 მეგავატი, ხოლო სუფთა დადგენილი სიმძლავრე 110,616 მეგავატია. ამასთან, 9 რეაქტორი მშენებარეა, რომლის მთლიანი დადგენილი სიმძლავრით 11 352 მგვტ, სუფთა სიმძლავრე კი 10 682 მგვტ-ია. ევროპაში ...

Read More »

როგორ მუშაობს ბირთვული რეაქტორი — ყველაფერი ატომური ენერგიის შესახებ

რა არის ბირთვული ენერგია? 1945 წლის 6 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ციდან 3 მეტრი სიგრძის მქონე ატომური ბომბი ჩამოვარდა. ამ მომენტიდან ერთი წუთის გასვლაც არ გამხდარა საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერი, რაც ბომბის აფეთქებიდან 2 კილომეტრის მანძილზე იყო, განადგურებულიყო და იმისათვის, რომ ამ 3-მეტრიან ბომბს ათიათასობით ადამიანის სიკვდილი გამოეწვია. 1986 და 2011 წლებში ამას დაემატა ორი ყველაზე ძლიერი ბირთვული კატასტროფა ჩერნობილსა და ფუკუშიმაში, ...

Read More »

ლევან დავითაშვილმა კომპანია „ჩალიკ ენერჯისთან“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარების საკითხი განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თურქული კომპანიის „ჩალიკ ენერჯის“ გენერალურ დირექტორ ონურ იუჩეკალთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან ქარის ელექტროსადგურის განვითარების საკითხი განიხილა. აღნიშნული პროექტი ამჟამად მშენებლობის შესახებ შეთანხმების განხილვის სტადიაშია, რომლის დასრულების შემდეგაც ის მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი შიდა ქართლში განხორციელდება და მისი მშენებლობის ეტაპზე დაახლოებით 200-მდე ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. სადგურის ...

Read More »
მზის ენერგიის ყველაზე დიდი სადგური 2017 წელს გაეშვება

საქართველოში 1 მზისა და 4 ჰიდროელექტროსადგური აშენდება

საქართველოში მზისა და ჰიდროელექტროსადგურები აშენდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღეს გამოსცა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შიდა ქართლშია დაგეგმილი, ხოლო 4 ჰიდროელექტროსადგური ქვემო ქართლის რეგიონში განთავსდება. მთავრობის ინფორმაციით, ხუთივე სადგურის მშენებლობისთვის, ჯამში 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული. როგორც “ბიზნეს ფორმულას” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მზის ელექტროსადგური გორის მუნიციპალიტეტში აშენდება. „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ დადგმული სიმძლავრე 5,32 მგვტ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი, 8,23 მლნ ...

Read More »

ქართველმა ახალგაზრდა გამომგონებლებმა ელექტროენერგიის მიღების განსხვავებული მეთოდი იპოვეს

მეათეკლასელი გამომგონებლებმა დაამტკიცეს, რომ ელექტროენერგიის მიღების განსხვავებული, აქამდე უცნობი მოდელიც არსებობს. ელექტროენერგია მათ თერმული წყლებისგან მიიღეს. ამ უნიკალურ აღმოჩენაში მონაწილეობდნენ  წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლეები: დავით რუსია, საბა ხაბურზანია და ანი ესართია. პროექტის სახელწოდებაა ,,თერმული წყლები“. გამოგონება კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა. როგორც დავით რუსია ,,კომერსანტთან“ ამბობს, მათ დაამტკიცეს, რომ დენის წყარო შეიძლება გახდეს ცივი ...

Read More »

Reliance-ი სინთეტიკური საწვავი გაზის ლურჯ წყალბადად გარდაქმნას გეგმავს

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის საკუთრებაში არსებული კომპანია Reliance Industries-ი, ლურჯი წყალბადის „კონკურენტული ღირებულებით“ წარმოებას გეგმავს. კონგლომერატის განცხადებით, $4-მილიარდიანი ღირებულების გაზიფიკაციის აქციების გამოყენებით, თითოეული კილოგრამის ხარჯი $1.2-$1.5-ის ფარგლებში განისაზღვრება. Reliance-ი თავდაპირველად ნავთობის კოქსის გაზიფიცირებით წარმოებულ სინთეტიკური საწვავის გაზს გამოიყენებს და დასავლეთ გუჯარათის შტატში, ჯამნაგარში არსებული კომპლექსისთვის, მწვანე წყალბადის ღირებულების შემცირებამდე, ლურჯ წყალბადს შექმნის. ჯამნაგარში ამბანის კომპანია მსოფლიოში უდიდეს გადამმუშავებელ კომპლექს მართავს. ...

Read More »
საუდის არაბეთში ყველაზე გრძელ სატრანსპორტო სისტემას ააშენებენ

მწვანე პროექტებისთვის საუდის არაბეთი სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდს გადასცემს

ნორვეგიისა და სინგაპურის სახელმწიფო ფონდებისთვის კონკურენციის გასაწევად და მწვანე პროექტებში ინვესტირებისთვის, საუდის არაბეთმა სუვერენულ სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდი გადასცა. საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი, სამეფოს დე ფაქტო მმართველის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, მსოფლიოს ნავთობის უდიდესი ექსპორტიორის Saudi Aramco-ს აქციების 4%-ს მიიღებს. საჯარო საინვესტიციო ფონდისთვის პრინცის მიერ წილის გადაცემა სამეფოს ნავთობის ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის მხარდამჭერი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. პრინც მუჰამედის განცხადებით, სამეფოს ...

Read More »

გაზისა და ბირთვულ ენერგიას, როგორც „მწვანე“ გარდამავალ ენერგიებს, ზოგიერთი ქვეყნისა და კამპანიის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად ევროკომისიამ მხარი დაუჭირა

ევროკომისიის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ გაზისა და ბირთვული ენერგიის წყაროები ევროკავშირის მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში მოხვდება. ტაქსონომია ტექნიკური წესების სახელმძღვანელოა, რომელიც ინვესტორებს ისეთი პროექტების განვითარებისკენ მოუწოდებს, სადაც კლიმატის ცვლილებები იქნება გათვალისწინებული. მრავალთვიანი განხილვისა და ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან სამართლებრივი მუქარების მიუხედავად, ევროკომისიამ 2 თებერვალს წიაღისეული გაზისა და ბირთვული რესურსები მწვანედ დაამტკიცა. ევროკავშირის ფინანსთა კომისარმა მაირედ მაკგინესმა განაცხადა, რომ ნახშირიდან განახლებად ...

Read More »
Menu Title