თბილისის აეროპორტში დღეს მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის გახსნის ცერემონია გაიმართება

თბილისის აეროპორტში დღეს მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის გახსნის ცერემონია გაიმართება

ენერგიის გენერაციის სიმძლავრე 316 კილოვატი, გაანგარიშებული წლიური ენერგოგამომუშავება 337 000 კვტ/სთ, რაც ფარავს აეროპორტის შენობის საჭიროების 40%-ს.

ცერემონიას დაესწრებიან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, “ჯაიკას”, თბილისის აეროპორტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები. აგრეთვე სხვა ოფიციალური სტუმრები.

მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2010 წლის 16 ივნისს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა თბილისის აეროპორტში (ენერგიის გენერაციის სიმძლავრე 316 კილოვატი, გაანგარიშებული წლიური ენერგოგამომუშავება 337 000 კვტ/სთ, რაც ფარავს აეროპორტის შენობის საჭიროების 40%-ს) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ენერგიის გენერაციის სიმძლავრე 34 კილოვატი, გაანგარიშებული წლიური ენერგოგამომუშავება 30 000 კვტ/სთ, რაც ფარავს უნივერსიტეტის შენობის საჭიროების 15%-ს). თბილისის აეროპორტში CO2-ის ემისირების შემცირებაა 187.0 ტ/წელიწადში ხოლო ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში16.6 ტ/წელიწადში, რაც ჯამში შეესაბამება 569 000 მ2 ფართობის ტყეს. საგრანტო დახმარების ოდენობა შეადგენს 480 000 000 იაპონურ იენს (დაახლოებით 4.8 მილიონ აშშ დოლარს).

როგორც იაპონიის საელჩოში აცხადებენ, იაპონიის მიერ უკვე განხორციელდა მთელი რიგი სხვადასხვა სახის პროექტების, საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობის თუ ოფიციალური განვითარების დახმარების სესხით საქართველოს მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობით ოფიციალური განვითარების (ODA) პროგრამის ფარგლებში. დღეისათვის იაპონიის დახმარება საქართველოსთვის შეადგენს 410 მილიონ აშშ დოლარზე მეტს, რაც მოიცავს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სექტორის, კულტურისა და ადამიანური რესურსების განვითარებას.

Leave a Reply

Menu Title