ვისოლი დაჯარიმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია ვისოლი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია გალფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

“ვისოლ პეტროლიუმის” განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და სამართლის პოვნას კანონით მინიჭებული გზებით შეეცდებიან

“ვისოლ ჯგუფი” ყოველთვის მიესალმებოდა და მიესალმება ეკონომიკის ყველა სექტორში კონკურენტული ბიზნეს გარემოს არსებობას. ჯანსაღი კონკურენცია ის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რომელიც ხელს გვიწყობს ვიყოთ მუდმივად მობილიზებულნი და წარმატებულად და ეფექტურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ცალსახად მივესალმებით საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნასა და მის ფუნქციონირებას. ყველა მეწარმე ვალდებულია ითანამშრომლოს ამ უწყებასთან და დაიცვას საქართველოს „კონკურენციის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს მიერ “ვისოლ პეტროლიუმის” მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არცერთი მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც ჩვენ სააგენტოს წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ჩვენდა სამწუხაროდ სააგენტომ არ გაიზიარა არცერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა „კონკურენციის შესახებ“ კანონთან მიმართებაში. ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას ჩვენდამი კანონით მონიჭებული გზებით,“ – ნათქვამია კომპანია განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title