ვისთვის მოხდება ტარიფების სუბსიდირება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველ ფენას მძიმე ტვირთად არ დააწვეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტარიფების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სემეკის გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად არ დააწვეს, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ჩვენ მოსახლეობას. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დაამუშავა სუბსიდირების რამდენიმე სქემა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ყურადღება შეგვეჩერებინა ისეთ მოდელზე, სადაც სახელმწიფო მთლიანად დაფარავდა ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის. არცერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს არ მოუწევს არცერთი თეთრით, იმაზე მეტის გადახდა, რასაც აქამდე იხდიდა. ეს ეხება ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, დაახლოებით 208 000 ოჯახს, ანუ ვინც 70 000 ქულა მიიღო ბაზაში. იმის მიუხედავად, რომელი კატეგორიის მომხმარებელი არის, ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს თუ ცოტას. 633 000 ადამიანისთვის სახელმწიფო დაფარავს სრულად ამ სხვაობას. ბიუჯეტიდან ჩვენ დაგვჭირდება ამისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი, ცხადია, ეს დამატებითი ხარჯი იქნება ბიუჯეტისთვის, მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Leave a Reply

Menu Title