„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა იყიდოს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა იყიდოს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, შესაძლოა, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG) იყიდოს. nike air max goedkoop

ინფორმაცია ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.

“ყაზტრანსგაზის“ მფლობელი „ყაზმუნაი გაზის“ მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ყაზახური მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა პროცესის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის,“ – ამბობენ უწყებაში. air max აღნიშნულ ინფორმაციას, ექსპერთა წრეებშიც ადასტურებენ. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დაახლოებით 2-3 თვეა, რაც ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პირადი საუბრები გაჩნდა. Cheap Nike Shoes UK მისივე თქმით, როგორც ჩანს, ახლა ეს საუბრები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ამის ოფიციალური დოკუმენტი ჯერჯერობით არ არსებობს. Fjallraven Kanken Mini „მივესალმები ქართული კომპანიების გაძლიერებას. kobe 11 pas cher თუმცა, ამ ეტაპზე ცოტა რთულია იმის თქმა, რა სიკეთეს მოუტანს ეს მაცხოვრებლებს. შესყიდვის პირობები ან ვალდებულებები თუ რას გვპირდება ინდუსტრიული ჯგუფი არ მინახავს, ამიტომ წინასწარ ალბათ შეუძლებელია ვისაუბროთ პირდაპირ გავლენაზე, რომ ქართული ჯგუფი შემოვიდა და ტარიფი შემცირდება, ავარიები აღარ იქნება ან ა.შ.,“ -აღნიშნა არაბიძემ.

ინდუსტრიულ ჯგუფში ყაზტრანსგაზ-თბილისის შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბრისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ სანამ ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაფორმდება, ამ ინფორმაციას ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ.

ცნობისთვის, 2009 წლიდან ყაზტრანსგაზ-თბილისს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დანიშნული მმართველი ჰყავს. ამის მიზეზი კი კომპანიის როგორც “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ასევე ფინასთა სამინისტროს მიმართ არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 80 მილიონამდე დავალიანებაა.

როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენელმა “ბიზნესპრესნიუსს” უთხრა, მას მოლაპარაკებების შესახებ არანაირ ინფორმაცია არ აქვს. სემეკის ცნობით, კი კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს სპეციალური მმართველის ინსტიტუტი ხელს არ უშლის. ცნობისთვის, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 2005 წელიდან ქართული ელექტროენერგიის ბაზარზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. Soldes Under Armour მის მფლობელობაშია 8 მცირე ჰიდრო სადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზზე მომუშავე თბოელექტოსადგური.

რაც შეეხება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ყაზტრანსგაზ-თბილისს”, რომელიც ყაზახური კომპანია ”ყაზტრანგაზი”-ის შვილობილია, თბილისში 2006 წლის 9 მარტს დაფუძნდა.

Leave a Reply

Menu Title