ირანი მსოფლიო ეკონომიკაში დასაბრუნებლად ემზადება

ირანი მსოფლიო ეკონომიკაში დასაბრუნებლად ემზადება

ირანი ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას უახლოესი სამი თვის განმავლობაში ელოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters–ი ინდუსტრიის მინისტრზე მოჰამედ რეზა ნემათზადზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ირანისათვის სანქციების მოხსნის შემთხვევაში ბაზარი ირანული ნავთობის მოზღვავებას ელოდება, რაც “შავ ოქროზე” ფასების კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობას ქმნის.

მინისტრი სანავთობო კონტრაქტების განახლებასთან დაკავშირებით ირანსა და ევროპაში სპეციალური კონფერენციების გამართვას არ გამორიცხავს.

ნემათზაჰედი ამბობს, რომ ირანს შეუძლია სახელმწიფო კომპანიების სრული პრივატიზაცია განახორციელოს, თუმცა არის შესაძლებლობა რომ “მნიშვნელოვან დარგებში” 20%–იან წილი შეინარჩუნოს. მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი არ გაყიდის ენერგეტიკულ კომპანიას Iranian Oil–ს, თუმცა საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა ის კომპანიები, რომლებიც ნავთობქიმიისა და ნავთობგადამუშავების სფეროში საქმიანობენ.

ირანისთვის საერთაშორისო ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში საპრივატიზაციო კონკურსებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს.

მინისტრი ასევე ვარაუდობს, საბანკო სფეროში კავშირების აღდგენას მოახერხებს და აცხადებს, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა 1 მილიარდიან დოლარიანი ფონდის შექმნას, რომელიც დაეხმარება სამეცნიერო–კვლევითი და საცდელ–საკონსტრუქტორო გამოგონებს. ფონდი კერძო კომპანიებს ასეთი ხარჯების 50%–ს დაუფინანსებს.

Leave a Reply

Menu Title