OPEC + – თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ყაზახეთი ახალ ვალდებულებებს აიღებს

5 იანვარს ჩატარდა OPEC + შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მინისტრების შეხვედრა ვიდეო კონფერენციის ფორმატში, იუწყება Trend, ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის მითითებით.

როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ნურლან ნოღაევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2020 წელს OPEC + ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების ერთობლივმა ძალისხმევამ შეძლო ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ფასების სტაბილიზაცია. დღეისათვის მოქმედი ხელშეკრულება განაგრძობს პოზიტიური სტიმულის მიცემას ნავთობის ინდუსტრიისთვის.

შეხვედრის შედეგად, შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს 2021 წლის თებერვლისა და მარტისთვის გააგრძელონ ნავთობის მოპოვების შემცირების არსებული დონე. ამავდროულად, ყაზახეთისა და რუსეთისთვის შეთანხმებული იქნა ცალკე პირობები, რაც, ამ პერიოდის განმავლობაში მოპოვების ეტაპობრივად გაზრდას ითვალისწინებს, შესაბამისად, 10 და 65 ათასმდე ბარელით დღეში. ამრიგად, ყაზახეთისთვის OPEC + – ით გათვალისწინებული ვალდებულებების თანახმად, განისაზღვრა მოცულობები თებერვალისა და მარტისთვის – 1,427 მლნ. ბარელი დღეში და 1,437 მლნ.ბარელი დღეში, შესაბამისად.

Leave a Reply

Menu Title