აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საზოგადოება და მეცნიერები მიესალმნენ აშშ-ის დაბრუნებას შეთანხმებაში, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ პოსტის დაკავებიდან 30-ე დღეს მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამის შესახებ პირველ ოფიციალურ სამუშაო დღეს განაცხადა.

2015 წელს მსოფლიო ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეემცირებინათ სათბურის აირების გამოყოფა. 2016 წელს აშშ-მა და თითქმის ყველა სხვა ქვეყანამ კლიმატის ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აშშ ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც 200-მდე ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება 2020 წლის 4 ნოემბერს დატოვა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ ნაბიჯის მიზეზად ის დიდი ხარჯები დაასახელა, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას უკავშირდება.

პოზიცია