Xiaomi ელექტრომობილების წარმოებაში 10 მილიარდ აშშ დოლარს ჩადებს

ელექტრონიკის ჩინური მწარმოებელი კომპანია Xiaomi Corp აპირებს ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას და უახლოესი 10 წლის განმავლობაში, 10 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს ამ სფეროში ოპერაციების განვითარებისთვის.

Xiaomi-მ განაცხადა, რომ შექმნის დამოუკიდებელ განყოფილებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ელექტრომობილების წარმოებაზე. 10 მილიარდი იუანი (1.5 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება ახალი კომპანიის წამოწყებაზე, ხოლო მომავალში ინვესტიციები ამ ბიზნესში გაიზრდება.

ჩინეთი არის ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდესი ბაზარი.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply