ამირან სალუქვაძე: „წარმოუდგენელია ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და საკუთარი გენერაციის ობიექტების არქონა მისაღები იყოს“

დღეს ენერგეტიკის კუთხით აქტიურად დგას უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრობლემა, განსაკუთრებით, ჰესებთან დაკავშირებით ბოლო დროს გამძაფრებული წინააღმდეგობების ფონზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წინაპირობა ხდება იმის, რომ რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი სულ უფრო და უფრო იზრდება.

ჰესების მნიშვნელობაზე, საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ამირან სალუქვაძემ ისაუბრა.

მისი სიტყვებით, მოხმარებულ ელექტროენერგიის მესამედზე მეტი არის იმპორტირებული და აღნიშნული არის საკმაოდ დიდი მოცულობა იმისთვის, რომ ჩვენი ენერგოსისტემა არ იყოს მოწყვლადი და საფრთხის ქვეშ. „ჩვენ კარგად გვახსოვს წარსულში მსგავსი სიტუაციები, როდესაც მეზობელმა შეგვიწყვიტა ელექტროენერგია პოლიტიკური მოტივებით. სწორედ ესაა ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.“ – განაცხადა ანალიტიკოსმა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარების 5%-იან მატებაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან ცუდი კომუნიკაციის გამო, უნდობლობა არსებობს ხსენებული ციფირის მიმართაც. „რაც შეეხება ზოგადად ჰესების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, თუ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ელექტროენერგიის იმპორტის გაგრძელება და საკუთარი გენერაციის ობიექტების არქონა მისაღებია, მათთან საუბრის გაგრძელებას ალბათ არ აქვს აზრი. თუ მსოფლიო გამოცდილებას შევისწავლით, უამრავი წარმატებული ევროპული და აზიური ქვეყნები სხვა გზით მიდიან და აქტიურად ავითარებენ მცირე, საშუალო და დიდ ჰესებსაც კი.“ – დაამატა მან

ამირან სალუქვაძეს ერთგვარ ქართულ აქილევსის ქუსლად მიაჩნია ინფორმირების კუთხით ხშირად დაგვიანება – “ცეცხლი, რომ კარგად აალდება, მხოლოდ მერე იწყებენ ჩაქრობას“. მისი აზრით, იმ ადამიანებში, ვინც ხვდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია არ იყო, ან უმნიშვნელოდ იყო დამოკიდებული ენერგეტიკულად სხვას ქვეყნებზე, წესით არ უნდა იწვევდეს კამათს ის, რომ ჰიდრორესურსები უნდა იქნას ათვისებული. რაც შეეხება პროტესტს და კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მას ხშირ შემთხვევაში აღნიშნული საკმაოდ ჯანსაღად და აბსოლიტურად გულწრფელად მიაჩნია. თუმცა, აღნიშნავს, რომ გარკვეული ძალები, მათ შორის გარედან მართული, ცდილობენ ამოეფარონ ხსენებულ გულწრფელობას და დაძაბულობის გაღვივებით არეულობა შეიტანონ შიდა პოლიტიკურ პროცესებში. „ძნელი დასანახი არ არის ისიც, რომ რუსეთს არ აწყობს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა. უამრავი რუსული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ენერგოსისტემაში ოპერირებს და არანაირ ინვესტიციას არ დებს აღნიშნული კომპანიების განვითრებაში.“  

მოსახლეობაში არსებული წინააღმდეგობის შეფასებისას ანალიტიკოსმა ორი საკითხი გამოყო, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას: 1) კითხვები ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს ხსენებული კითხვების ამოწურვა, მათზე ამომწურავი პასუხების გაცემით.  2) კითხვები უსაფრთხოებასთან მიმართბაში, აღნიშნული ეხება სეისმურ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, მიკროკლიმატის შენარჩუნებას, ასევე მეწყერის გაჩენის რისკებს და ა.შ.

ანალიტიკოსი მიიჩნია, რომ, ყველა ხსენებული კითხვა არის ლოგიკური და ბუნებრივია, რომ უამრავ მოქალაქეს უჩნდება ის. აღნიშნულზე პახსუხად მას ესახება დამატებითი კვლევების გაგრძელება და თუ რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ენდობიან კვლევებში ჩართულ კომპანიებს, შეუძლიათ თავად მოიწვიონ ის კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც, მათი აზრით, ნდობას იმსახურებენ. „ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას, იქნება ეს ხელშეკრულების პირობებთან, თუ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღება საბოლოოდ უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ზოგადად ქვეყნის სტაბილურობას აუცილებლად ესაჭროება მდგრადი ენერგოსისტემა, რომელიც მაქსიმალურად იქნება დამოუკიდებელი გარე მომწოდებლებისგან.“  

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply