EBRD: ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა
ენგურჰესი

“ენგურჰესის” ადმინისტრაცია: “ენგურის შენაკადების დონემ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მოიმატა”

“ენგურჰესის” ადმინისტრაციის ცნობით, მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს, გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.

აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოსვლის დროს, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სოფელ წარჩეს სამი [ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაციით] მკვიდრი დაიღუპა.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply