ჯო ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან” დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს

თეთრი სახლი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაბლოკოს თითქმის დასრულებული ენერგოპროექტი, რომელიც მოსკოვისთვის დიდი ფინანსური და გეოპოლიტიკური სარგებლის მომტანი იქნება.

„პოლიტიკო“ წერს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით მომლაპარაკებლის როლი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გასული თვის ბოლოს ამოს ჰოხშტაინს შესთავაზა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საერთაშორისო ენერგეტიკულ საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი იყო. ამასთან, ამოს ჰოხშტაინ მაშინდელი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი და ნდობით აღჭურვილი პირიც იყო.

ჰოხშტაინმა უკრაინული ენერგოკომპანიის „ნაფტოგაზის“ საზედამხედველო საბჭოს წევრის თანამდებობა გასული წლის ბოლოს დატოვა.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply