რატომ გადაეცა „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორს მიწა 99-წლიანი სარგებლობის უფლებით?

კერძო ინვესტიცია მიწის ფლობის ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოში არ მოიპოვება არც ერთი მაგალითი, როდესაც კერძო ინვესტორს ჰიდროელექტროსადგური მიწის ფლობის გარეშე აეშენებინოს.

აღსანიშნავია, რომ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანიისთვის ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ – ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა. სადგური შედგება დიდი ნაგებობებისგან, მაგალითად, წყალსაცავი, რომლის სარკის ფართობი არის 5.1 კვ კმ.

თუ ჰიდროსადგური ვერ აშენდა სათანადო ვადებში და პირობებით ინვესტორის ბრალეულობით, იგი უტოვებს სახელმწიფოს მიწას და ზედ განთავსებულ დაუმთავრებელ მშენებლობას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

„ნამახვანი ჰესი“ წარმოადგენს ე.წ. კერძო საჯარო პარტნიორობის პროექტს, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს მიწის რესურსით, ხოლო ინვესტორი – ფულადი რესურსით. შედეგად, საქართველოში აშენებული ჰიდროელექტროსადგური ჩვენს მოსახლეობას და მომავალ თაობებს მოემსახურება.

წყარო: “ენერგომომავალი”


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply