ბიტუმის იმპორტი შემცირდა

საქართველოში ბიტუმის იმპორტი შემცირდა

საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი აგვისტოში მცირედით შემცირდა. ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2015 წლის 8 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 58,2 ათასი ტონა შეადგინა.

იმპორტირებული ბიტუმიდან 12,1 ათასი ტონის იმპორტი აგვისტოში განხორციელდა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 12,5 ათას ტონას შეადგენდა.

ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის უმეტესი წილი, 90,4% ირანიდან შემოვიდა.

შარშან ქვეყანაში სულ 77 200 ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა, რაც თითქმის 5 700 ტონით მეტია 2013 წელთან შედარებით.

Leave a Reply

Menu Title