“ჰიდროენერგეტიკის წინააღმდეგ იერიში დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან”

“ამგვარი იერიში ჰიდროენერგეტიკის წინააღმდეგ ახალი არ არის და დღეს განსაკუთრებით გამძაფრებულია”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

ნიკოლაშვილის განცხადებით, პროტესტი ხელოვნურად არის შექმნილი და პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.

“ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაკავშირებულია ამ პროტესტთან და, გარკვეულწილად, ხდება საერთო ინტერესების გამონახვა, რადგან პოლიტიკური საკითხები და დღის წესრიგი იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა მიიპყრონ ამომრჩეველთა ყურადღება, ამისთვის ხდება მსგავსი ტიპის პროცესების ხელოვნურად გააქტიურება”, – აღნიშნა ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თემაზე – “საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები”  მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილვა მიმდინარეობს.

Leave a Reply