SOCAR უკრაინას რუსულ ნავთობპროდუქტებს მიაწოდებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR განახორციელებს როსნეფტის ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში. გამომცემლობა  Angi-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლის იბრაჰიმ აჰმადოვის განცხადებით, ამ გზით SOCAR–ს სურს გააძლიეროს თავისი პოზიციები ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ვაჭრობაში.

ხელშეკრულება, რომელიც როსნეფტთან გაფორმდა, ითვალისწინებს აზერბაიჯანული კომპანიის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობპროდუქტების მიწოდების უფლებას.

მანამდე პრესამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ SOCAR იქნებოდა როსნეფტის ოპერატორი უკრაინის ტერიტორიაზე.

Leave a Reply

Menu Title