ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას ელექტრო ნავების მეშვეობით შეეცდებიან

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას რობოტი ნავების მეშვეობით შეეცდებიან. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

ნავები ელექტრო ძრავაზე მუშაობს, კომპიუტერულად იმართება და გარემოს ზიანს არ აყენებს. 4-მეტრიანი ნავის პირველი ეგზემპლარი ამსტერდამში უკვე გამოსცადეს.

ელექტრო ნავს შეუძლია საათში 6 კილომეტრამდე განავითაროს და დამუხტვის გარეშე 12-დან 24 საათამდე იმუშაოს. მისი შექმნელები მიიჩნევენ, რომ ნავები ელექტროავტომობილებს ღირესეულ კონკურენციას გაუწევენ.

ნავის ფინალური ვერსიის მისაღებად მის შექმნელებს სულ მცირე კიდევ 2 წელი დასჭირდებათ.

Leave a Reply