ინოვაციური სასტუმრო მზის ენერგიაზე

გერმანიის ფედერალური მთავრობა მზის პანელებიანი სახურავების სავალდებულო წესით დაყენების შესაძლებლობას განიხილავს

tagesschau-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერალური ხელისუფლება ახალმშენებლობათათვის დაწესებული სტანდარტების მნიშვნელოვან გამკაცრებაზე მსჯელობს. ფინანსთა სამინისტროს გეგმის თანახმად, ყველა ახალ სახლზე მზის პანელებიანი სახურავის დამონტაჟება სავალდებულო უნდა გახდეს.

ფინანსთა სამინისტროს „კლიმატის დაცვის გადაუდებელი პროგრამა” მზის პანელებიანი სახურავების მონტაჟის აუცილებლობას ითვალისწინებს აგრეთვე სახურავის კაპიტალური რემონტის შემთხვევაში. გარდა ამისა, მკაცრდება მოთხოვნები სახლების თერმოიზოლაციაზე და ფედერალურ მთავრობას 2023 წლიდან აღარ ექნება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემების სუბსიდირების უფლება.

კლიმატის დაცვის გადაუდებელი პროგრამით გათვალისწინებული 7,8 ევროიანი ხარჯებიდან შენობების რეკონსტრუქციას 2022 წელს 2,5 მლრ ევრო მოხმარდება, 2023 წელს 2 მლრ ევრო. 1,8 მლრ ევროს გამოყოფა ელექტრომობილების შეძენის წასახალისებლად არის ნავარაუდევი.

პროგრამის საბოლოო ვერსიის მიღება 23 ივნისისთვისაა დაგეგმილი, თუმცა, ფიქრობენ, რომ ამჟამინდელი ბუნდესტაგი საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე მის განხილვას ვერ შეძლებს.

Leave a Reply