ენკა: სამუშაოები არ შეჩერებულა, არ ვაპირებთ ნამოხვანჰესის პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას

ნამოხვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკა აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, არ აპირებენ პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ენკამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის „ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

Leave a Reply