ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აქტუალურ საკითხებზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სპეციალური დარგობრივი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

Leave a Reply