უკრაინა

აზერბაიჯანი და უკრაინა ერთობლივ ინვესტიციებს განახორციელებენ ნავთობისა და გაზის პროექტებში

აზერბაიჯანი და უკრაინა ერთობლივ ინვესტიციებს განახორციელებენ ნავთობისა და გაზის პროექტებში.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანში უკრაინის საელჩომ განაცხადა.

შეხვედრას უძღვებოდნენ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იაროსლავ დემჩენკო და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კამალ აბასოვი.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივი თანამშრომლობის დონეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოსექტორში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხს. განისაზღვრა შემდგომი სამოქმედო გეგმებიც.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ნავთობის ტრანსპორტირების სფეროში ურთიერთთანამშროლობის გაგრძელების შესახებ; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო SOCAR–ის საქმიანობის დივერსიფიკაციას უკრაინაში და ნავთობპროდუქტების ბაზარზე აზერბაიჯანული კომპანიის ოპერირების გაფართოებას; ნავთობისა და გაზის სექტორში საინვესტიციო პროექტების ერთობლივ განხორციელებას; გამოცდილების გაცვლას “მწვანე” ენერგიის ინტეგრირების საკითხში; ენერგიის ბაზრების რეგულირების ეფექტური მექანიზმების დანერგვას; ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და სხვ.

მიღწეულ იქნა შეთანხმება 2022 წელს სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის ჩატარების შესახებაც.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply