SOCAR New Energy-მ უკრაინულ კომპანიებთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა

SOCAR New Energy-მა, რომელიც უკრაინაში “როსნეფტის”  მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელია, თხევადი გაზის უკრაინულ მოვაჭრეებთან  ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

საერთო ჯამში, SOCAR New Energy უკრაინისათვის თვეში 37,000 ტონა LPG- ის მიწოდებას აპირებს.

უკრაინელ კონტრაქტორებს შორისაა ОККО, WOG, «Автотранс», «Надежда», SOCAR Ukraine, «Еврогазгрупп», «БРСМ-Нафта» и КЛО.

ხელშეკრულებები  2021 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მოხდა წინა მიმწოდებელ Proton Energy-ის “როსნეფტთან” მუშაობის პირობების გადახედვაც.

როგორც ცნობილია, მაისის ბოლოს SOCAR New Enegry–მ განახორციელა დიზელის საწვავის პირველი პარტიის მიწოდება, რომელიც წარმოებული იყო “როსნეფტის” მიერ უკრაინაში.

ცნობისათვის, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR–მა ხელი მოაწერა შეთანხმებას “როსნეფტის” ნავთობპროდუქტების უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ექსპორტის უფლების შესახებ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply