პუტინი და ლუკაშენკო ბუნებრივი აირის ფასზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის პრეზიდენტებს – ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებებმა პეტერბურგში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განუცხადა RIA Novosti-ს რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს რამოდენიმე საკითხი და შეიმუშავეს სამოქმედ გეგმები საბაჟო, ენერგეტიკულ და საგადასახადეო მიმართულებით, დასძინა მან.

”პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც გაიმართა პეტერბურგში, დასრულდა. პრეზიდენტებს ძალიან დეტალური და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ. მათ შეაჯამეს დისკუსიის შედეგები, რომელიც მანამდე ჩატარდა მაღალი რანგის კომისიის ფარგლებში, რუსეთისა და ბელორუსის წარმომადგენლების, აგრეთვე მთავრობების მეთაურების მონაწილეობით. ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო ნაბიჯები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბაჟო, საგადასახადო რეგულირება, ენერგეტიკა ”, – განაცხადა პესკოვმა.

პრეზიდენტებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ ბელორუსისთვის გაზის ფასი 2022 წელს არ გაიზრდება და 2021 წლის დონეზე დარჩება, დასძინა მან.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply