თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

პანდემიურ წელს „თელასის“ ენერგომოხმარება 9,8%–ით შემცირდა

2020 წელს სს „თელასის“ წმინდა მოგება 2019 წელთან შედარებით 619 %-ით, 72 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამის შესახებ სს “თელასის” გასული წლის ფინანსური ანგარიშშია ნათქვამი.  საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელურმა კომპანიამ, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებას და გასაღებას ახორციელებს 2020 წელს 405 მილიონი ლარის ღირებულების 2. 476 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის რეალიზაცია მოახდინა.

 

აუდიტორული კომპანია EY-ის მიერ მომზადებულ „თელასის“ წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფონზე, 2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 9.8 %-ით შემცირდა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ  კომპანიის 2019 წლის მაჩვენებელზე გასასვლელად  საზოგადოებას დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება, იმ პირობით, თუ ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლირებადი გახდება და ქვეყნის ეკონომიკა თანდათანობით აღდგენას დაიწყებს.

 

EY-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ამონაგებმა ელექტროენერგიის რეალიზაციიდან და ქსელური მომსახურებიდან 2020 წელს 411 139 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 41 945 ათასი ლარით ნაკლებია. ძირითადად, 2020 წელს გაყიდვების მოცულობის შემცირების შედეგად, ამონაგები შემდეგნაირად შეიცვალა:

 

1. კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ელექტროენერგიის გაყიდვებიდან შემცირდა 391 ათასი ლარით;

 

2. კომერციულ ორგანიზაციებზე და სამრეწველო მომხმარებლებზე ელექტროენერგიის გაყიდვებიდან ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო შემცირდა 38 938 ათასი ლარით.

 

3. სახელმწიფო სექტორზე ელექტროენერგიის გაყიდვებიდან შემცირდა 2 764 ათასი ლარით;

 

4. ელექტროენერგიის ტრანზიტიდან გაიზარდა 148 ათასი ლარით.

 

ირკვევა, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის გაყიდვებიდან ამონაგებმა 405 096 ათასი ლარი შეადგინა, რაც საზოგადოების 2020 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებულზე 69 289 ათასი ლარით ნაკლებია.

 

ანგარიშის მიხედვით 2020 წელს სს „თელასის“ ელექტრული ქსელების მუშაობისას სულ 1587 ტექნოლოგიური დარღვევა მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით 14%-ით მეტია.ირკვევა, რომ მოწყობილობების დაზიანებით ტექნოლოგიური დარღვევები მიმდინარე წელს  დაფიქსირებულია 1310 შემთხვევის რაოდენობით, რაც 21%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ელექტროენერგიის არასაკმარისმა გაშვებამ 2020 წელს 2 220 ათასი კვტ.*სთ შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 140%-ით მეტია.

 

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს რემონტზე ფაქტობრივმა დანახარჯებმა 2 482.67 ათასი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ ხარჯებზე 545.45 ათასი ლარით ნაკლებია.

 

სს „თელასის“ კაპიტალი 112 429 418 ლარს შეადგენს და 112 429 418 ჩვეულებრივ აქციადაა დაყოფილი, რომელთა ნომინალური ღირებულებაა 1 ლარია. 2020 წელს კომპანიის 27 577 837 ჩვეულებრივი აქცია (24,529%), რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა სს „საპარტნიორო ფონდს“ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვის უფლებით), გაყიდული იქნა შპს „ბესტ ენერჯი გრუპზე“.

 

სააქციო კაპიტალის საერთო სტრუქტურა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შემდეგნაირია:

 

 

დოკუმენტს თან ახლავს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის, სერგეი კობცევის მიმართვა. იგი ამბობს, რომ COVID-19-ის პანდემიამ კომპანიის გეგმები, სამუშაო და ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. თქვა ისიც, რომ მიუხედავად სირთულეებისა, „თელასმა“ თბილისის ელექტროქსელის სტაბილური ფუნქციონირება უზრუნველყო. მისი განცხადებით, კომპანიის მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროებში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს შეადგინა 35 მლნ ლარი. სერგეი კობცევი აცხადებს, რომ კომპანიამ აბონენტების საიმედო და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად 2020 წელს სს 2,635 მლრდ კვტ*სთ ელექტროენერგია შეისყიდა. „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიმართვაში ამბობს, რომ კომპანიის მენეჯმენტის ძირითადი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო და რჩება თბილისის ელექტროქსელური მეურნეობის მდგრადი განვითარების სფეროში მაღალი მაჩვენებლების მიღწევა.

 

შეგახსენებთ, რომ „თელასი“ 1937 წელს დაფუძნდა, 1995 წელს კომპანია სააქციო საზოგადოების სახით დარეგისტრირდა.

2021 წლის 1–ლი ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს – თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია – „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად ემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად გახდა „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია, ენერგო სექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply