Tesla-ს ბერლინის გიგაქარხანაში წარმოება ოქტომბერში დაიწყება

Tesla იმედს იტოვებს, რომ ბერლინთან ახლოს მდებარე მათ გიგაქარხანაში ელექტრობატარეებისა და მანქანების წარმოება ოქტომბერში დაიწყება, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ გიგაქარხნის გახსნა ჯერ კიდევ ივლისში იგეგმებოდა, თუმცა სამართლებრივი და სხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ამას გარდა, Tesla-ს ამ რეგიონში გამოჩენას გარემოსდაცვითი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან.

„იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი მანქანების გამოსაშვებად ნებართვას მივიღებთ –  ოქტომბერში, თუ გაგვიმართლა“, – ამის შესახებ მასკმა, ანგელა მერკელის სავარაუდო შემცვლელთან, პოლიტიკოს არმინ ლაშეტთან შეხვედრისას ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციისათვის ლაშეტმა მასკს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის გიგაქარხნის მთავარი ფლაგმანი – Tesla Model Y იქნება, თუმცა მას ელექტრობატარეათა განახლებული, 4680 უჯრედისაგან შემდგარი ნაკრები ექნება, სწორედ ის, რომელიც Cybertruck-ის წარმოებისას გამოიყენება. ელექტრობატარეათა ახალი ნაკრების დახმარებით, მანქანა უფრო ეფექტური იქნება და უფრო მეტ მანძილსაც გაივლის – Tesla-ში იმედოვნებენ, რომ ელექტრობატარეათა ერთჯერადი დამუხტვით, Model Y 450-500 მილამდე მანძილის დაფარვას შეძლებს.

წარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title