თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

აფხაზეთში 1 ბალონი გაზი ათას რუბლამდე გაძვირდა

23 აგვისტოდან აფხაზეთში გაზის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამჟამად, ერთი ბალონის ღირებულება 1000 რუბლს აღწევს, განაცხადა კომპანია “აფხაზტოპის” წარმომადგენელმა რამაზ ჯოპუამ რადიო Sputnik–თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ საცალო ფასი განისაზღვრულია ათასი რუბლით, როდესაც ერთი ბალონის შესყიდვის ფასი, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, ჯდება 1.1 ათასი რუბლი. აცხადებს ჯოპუა, მისი სიტყვებით, ტურისტების შემოდინების გამო, აფხაზეთში გაზის მარაგები უფრო სწრაფად იწურება. განსაკუთრებით ბევრ გაზს მოიხმარენ გაგრაში, სოხუმსა და პიცუნდაში.

ტურისტების დიდი ნაკადი ართულებს გაზის ტრანსპორტირებასაც, განაგრძობს ის. საზღვარი გადატვირთულია და ხანდახან სამი ვაგონის დატვირთვას ერთ თვემდე ლოდინი სჭირდება.

აფხაზეთში გაზის საცალო ფასს დეფაქტო მინისტრთა კაბინეტი ადგენს. ბოლოს ფასი 2018 წლის ოქტომბერში იქნა დადგენილი (680 რუბლი). ამჟამად, ხსენებული კაბინეტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ფასის 1000 რუბლამდე გაზრდის შესახებ ჯერ არ არის მიღებული.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკა გაზს რუსეთში, “ნაფტოგაზ სოჭისგან” ყიდულობს. შესყიდვის ფასი ტონაზე 38 ათასი რუბლიდან 58 ათას რუბლამდე გაიზარდა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title