ბილ გეითსმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიზიდა სუფთა ენერგიის პროექტებისთვის

ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა $ 1 მილიარდზე მეტი მოიზიდა საკუთარი კომპანია Breakthrough Energy Catalyst-ისთვის, რომელიც ალტერნატიულ ენერგო პროექტებზე მუშაობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ინვესტორებს შორისაა Microsoft, BlackRock, General Motors, Bank of America, American Airlines Group, Boston Consulting Group და ArcelorMittal.

BlackRock უზრუნველყოფს 100 მილიონი აშშ დოლარის გრანტს, ხოლო დანარჩენი კომპანიები განახორციელებენ ფულად ინექციებს.

Breakthrough Energy Catalyst აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა განახლებად ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის მწვანე წყალბადის წარმოებაში, მდგრადი საავიაციო საწვავისა და მაღალი სიმძლავრის ბატარეების შემუშავებაში. კომპანიის ამოცანაა უზრუნველყოს ხსენებული პროექტების პირველადი დაფინანსება, შემდეგ კი მოიზიდოს მთავრობის სახსრები ან კერძო ინვესტიციები დარჩენილი 90%–ის დასაფარავად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply