ბეზოსი ბუნების დასაცავად $1 მილიარდს გამოყოფს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხმელეთისა და ოკეანეების დასაცავად $1 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.

The Bezos Earth Fund-ი, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა 2020 წელს დააარსა, $1 მილიარდს დაცული ტერიტორიების მონიტორინგის, შექმნის, გაფართოებისა და მართვისთვის გამოყოფს.

ფონდი თანხის გამოყენებას გეგმავს ისეთი ტერიტორიებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისა და ნახშირბადის მარაგისთვის.

2020 წლის თებერვალში ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად ათი წლის განმავლობაში $10 მილიარდის დახარჯვის ინიციატივით გამოვიდა, რაც მილიარდერის იმდროინდელი ქონების 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა.
წყარო: report

Leave a Reply