ევროპაში ნახშირის ფასი 13 წლის მაქსიმუმზეა

2022 წლის ფიუჩერსების ფასი ნახშირზე 2008 წლის მაქსიმუმზეა და ტონაზე $137 შეადგინა, – ამის შესახებ bloomberg წერს.

სააგენტოს ცნობით, ნახშირზე მოთხოვნა გაზზე ფასის ზრდამ გამოიწვია, შედეგად ნახშირის მარაგები შემცირდა. ამასთან ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან მიწოდება გართულებულია, ხოლო რუსეთიდან ექსპორტი საკმარისი არაა.

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გასულ კვირას მკვეთრად გაიზარდა. ფიუჩერსის ფასი ათას კუბურ მეტრზე $500 შეადგენდა, ხოლო 15 სექტემბრის ვაჭრობაზე ფასი ისტორიულ მაქსიმუმს $960 გაუტოლდა.

Leave a Reply