"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ენერგოდეფიციტის გამო, Tesla-ს მიმწოდებელმა ჩინეთის ქარხნებში წარმოება დროებით შეაჩერა

Tesla-ს მიმწოდებელმა ჩინურ ქარხანაში წარმოება რამდენიმე დღით შეაჩერეს. წარმოების შეზღუდვის მიზეზი ენერგიის მოხმარების გამკაცრებული სახელმწიფო პოლიტიკაა. ელექტრონულ ტექნიკაზე მოთხოვნის პიკის სეზონზე, წარმოების შეფერხება მიწოდების ჯაჭვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულს ასევე ემატება ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებმაც ჩინეთის რამდენიმე რეგიონში მწვავედ იჩინა თავი.

ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ნახშირის რეკორდულად მცირე მარაგი და გამონაბოლქვის სტანდარტების გამკაცრება ინდუსტრიის შეფერხებას იწვევს, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს ანელებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორი ტაივანური ჩიპების მწარმოებლის თქმით, მათი ობიექტები ჩინეთში ნორმალურად განაგრძობს მუშაობას.

Leave a Reply

Menu Title