ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

რატომ იზრდება ნავთობზე ფასები?

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის  სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 10,71 დოლარით/ბარელზეანუ 14,7 პროცენტით და დღეისათვის შეადგენს 83,65 დოლარს/ბარელზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ.

რაც შეეხება ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟას,  York Mercantile Exchange-ის სანავთობო ბირჟაზე 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი გაზრდილია 11,93 დოლარით/ბარელზე ანუ 17,4 პროცენტით და დღეისათვის შეადგენს 80,52  დოლარს/ბარელზე, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.

ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია ნავთობზე არსებული მოთხოვნილება-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობზე მოთხოვნილება მისი მიწოდების დეფიციტის პირობებში. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, მას განაპირობებს „ოპეკი +“-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მ/წლის  4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ყოველთვიური მოპოვების  (400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში) გაზრდასთან დაკავშირებით.

ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აიძულებს გადავიდნენ ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე.

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. კერძოდ, ბენზინის ფასი 1 ოქტომბრიდან დღემდე გაზრდილია დაახლოებით 44.25 დოლარით/ტონაზე ანუ 5,9%-ით 791.25 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1 ოქტომბრიდან გაზრდილია დაახლოებით 54.5 დოლარით/ტონაზე ანუ 8.2%-ით (1 სექტემბრიდან გაზრდილია 130 დოლარით/ტონაზე ანუ 22%-ით) 722.50 დოლარამდე/ტონაზე.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელში არსებულ ფასებს, სექტემბრის თვეში საწვავაზე ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საბითუმო ბაზარზე, რამაც განაპირობა ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დაფიქსირდა საწვავის ფასის მატება.

კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე; სუპერი ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე; ევრო დიზელის საწვავი – 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე; დიზელის საწვავი – 2,64-2,99  ლარი/ლიტრაზე;

Leave a Reply

Menu Title