აზერბაიჯანმა სანავთობო მრეწველობაში საგარეო ინვესტიციების მოცულობა გამოაქვეყნა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გამოაქვეყნა უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც განხორციელდა ქვეყნის სანავთობო მრეწველობაში გასული წლის ბოლოსთვის.

ამგვარად, SOCAR–ის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილეს სექტორში განხორციელდა 95.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია.

1990  წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების დასაწყისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მოპოვებულ იქნა 2.11 მილიარდი ტონა ნავთობი. აღნიშნულ პერიოდში მოპოვებულ იქნა დაახლოებით 900 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

მოპოვების დაწყებიდან 2021 წლამდე აზერის, ჩირაგისა და გიუნეშლის საბადოებიდან მოპოვებულ იქნა 523,9 მილიონი ტონა ნავთობი და 176,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბაქომ ექსპორტზე გაიტანა 13.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, რაზეც ქვეყანამ მიიღო 2.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი.

ამ პერიოდში თურქეთში განხორციელდა 7.3 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი, საქართველოში – 2.1 მილიარდი, იტალიაში – 3 მილიარდი, საბერძნეთში – 424 მილიონი, ბულგარეთში – 150 მილიონი, ირანში – 152 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.

Leave a Reply