ორთქლის გაჟონვის გამო, როსტოვში ბირთვული ელექტროსადგური გამორთეს

როსტოვის ბირთვული ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკი დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას tass-ი ავრცელებს.

ელექტროსადგურის დახურვის მიზეზი სადგურიდან ორთქლის გაჟონვა გახდა.

ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რადიაციის დონე ნორმალურია და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ბირთვულ ელექტროსადგურზე მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს, საიდანაც ორთქლმა გაჟონა.

Leave a Reply