2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ენერგოკრიზისის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჩრდილოეთ მაკედონიამ საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა, კრეშიკ ბექთაშიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამოწვეული იყო “შიდა წარმოების სიმძლავრის შემცირებით” და ელექტროენერგიის ფასების გლობალური ზრდით.

ელექტროენერგიის, ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტის საფასურის დასაფარად მთავრობა 65 მილიონ ევროს ელექტროენერგიის კომპანია MEPSO-ს და კიდევ ორ საწარმოს გამოუყოფს.

ეკონომიკის მინისტრმა პირობა დადო, რომ “შემზღუდავი ზომები არ იქნება”, მაგრამ ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ ელექტროენერგიის გადასახადები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის შეიძლება იანვარში გაიზარდოს.

MEPSO-ს დირექტორის შეფასებით, ჩრდილოეთ მაკედონია ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რადგან ის “ორჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს”.

ქვეყანა ელექტროენერგიის დაახლოებით 88%-ს ძირითადად ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან გამოიმუშავებს. ნახშირის მთლიანი მოხმარების 97%-ზე მეტი ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply

Menu Title