შოტლანდიაში ელექტროდამტენების ქსელი მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლებს კოლოსალური გადასახადები მიუვიდათ

მთელი შოტლანდიის მასშტაბით, ასობით მძღოლმა აღმოაჩინა, რომ ავტომობილების დამუხტვის საფასურს იმაზე გაცილებით მეტს სთხოვდნენ, ვიდრე, რეალურად, უნდა გადაეხადათ, – ამის შესახებ BBC წერს.

მაგალითისთვის, ერთ მძღოლს, ავტომობილის 16 წუთით დატენვის შემდეგ, სისტემამ აცნობა, რომ 3 ათას ფუნტზე მეტი ჰქონდა გადასახდელი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ChargePlace Scotland-ში, რომელიც ქსელს მართავს, ტექნიკური ხარვეზი იყო და მძღოლებს ზედმეტი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

Leave a Reply