თურქეთი შავ ზღვაში მორიგ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

2022 წლის პირველ კვარტალში Fatih-ის ხომალდი შავ ზღვაში  კიდევ ერთ საძიებო  ბურღვით სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა ანკარაში ნახშირწყალბადების მოპოვებისა და წარმოების შესახებ მე-13 საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, საბადოების შესასწავლად ძალისხმევა გააძლიეროს და ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ენიჭება მეოთხე მე-7 თაობის საბურღ გემს, რომელიც მუშაობას მომავალ ზაფხულს დაიწყებს.

„მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ასეთი ხომალდია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ერთი მათგანი გვეკუთვნის. ახალი გემის წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. თურქეთში მეოთხე საბურღი ხომალდი მიიღება 2022 წლის გაზაფხულზე. პირდაპირი სამუშაოები მომავალი წლის ივნის-ივლისში დაიწყება“, – განაცხადა მან.

დონმეზმა აღნიშნა, რომ ასევე იგეგმება ახალი მეთოდების გამოყენება ძველი საბადოების, მათ შორის ხმელეთზე არსებული მარაგების ხელახალი ანალიზისთვის. მაგალითად, ჭაბურღილი “ვარინჯა-1”, რომელიც დაიხურა 1982 წელს, ახლა ხელახლა ამოქმედდა – წარმოება დღეში 3 ათას ბარელზე მეტია.

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში თურქეთმა 19,8 მილიონი ბარელი ნავთობი და 347,3 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა.

წყარო: report.ge

Leave a Reply

Menu Title