2021 წელს საქართველოში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 64.4%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასი 264 დასახელების პროდუქტზე გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ერთ წელში 13,9 პროცენტია.

გაძვირებული პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალში მოხვდა კომუნალური გადასახადები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ბოსტნეული და ხილი.

ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და საწვავი. გაძვირებულია წყლისა და ნაგვის გატანის მოსახურების ღირებულებაც:

  • წყლის გადასახდელი – 77,37%;
  • ბუნებრივი გაზის გადასახდელი – 76,59%;
  • ელექტროენერგიის გადასახდელი – 65,64%;
  • ნაგვის გატანის გადასახდელი -58,09%;
  • ბენზინი – 39,89%;
  • დიზელის საწვავი – 34,68%.

Leave a Reply

Menu Title