სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტის საფრთხის გამო, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა

ოლდოვას პარლამენტმა, ქვეყანაში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი, იანვრის თვის დავალიანების გამო, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „გაზპრომის“ მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე გახდა. „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ დავალიანების გადაუხდელობის გამო რესპუბლიკას ბუნებრივი აირის მიწოდება 21 იანვრიდან შეუწყდება.

მოლდოვის ხელისუფლებამ კომპანია „გაზპრომს“ იანვრის თვის გადასახადის გადავადება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. მოლდოვის ვიცე-პრემიერის, ანდრეი სპინუს ინფორმაციით, რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია „მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომს“ 38 მილიონი დოლარი ჩაურიცხა, თუმცა დავალიანების დასაფარად დამატებით კიდევ 25 მილიონი დოლარის ჩარიცხვაა აუცილებელი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას განცხადებით, ასეთ ვითარებაში არსებობს რეალური რისკი რესპუბლიკის მოქალაქეების და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რის გამოც ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მოლდოვაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ბუნებრივი აირის რაციონალურ გამოყენებას გულისხმობს. გავრილიცას თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბუნებრივი აირის მარაგის სამრეწველო ობიექტებიდან მოსახლეობისთვის განაწილება და გაზის საფასურის გადასახდელად საბიუჯეტო სახსრების გამოყენება გახდება შესაძლებელი.

Leave a Reply

Menu Title