მცურავი კუნძულები ბალტიის ყურის სასუქებისგან გაწმენდას ემსახურება

ბალტიისპირეთის სამხრეთისთვის ჩვეული მრავალი ადგილის მსგავსად, კურშის ყურეს ჭარბი სასუქი აზიანებს. თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას ხელოვნური მცურავი ჭაობი უწყობს ხელს. ამ ჭაობის კუნძულს ჩვეულებრივი ლელქაში და ტირიფი ქმნის. როდესაც ეს მცენარეები იზრდებიან, ისინი ჭარბი აზოტითა და ფოსფორით იკვებებიან, რაც მდინარეებში უხვად ჩაედინება.

საიდან მოდის ეს ნივთიერებები და რა გავლენას ახდენს  მცურავი კუნძულები? არტურას რათინკოვას-ბათიუკასი იმ პროექტის ხელმძღვანელია, რომელსაც ეს ინიციატივა ეკუთვნის.

“აზოტი ძირითადად სოფლის მეურნეობის ნარჩენი პროდუქტია, ფოსფორი კი მუნიციპალურ ჩამდინარე წყალს მოაქვს“, – ამბობს არტურას რათინკოვას-ბათიუკასი, პროექტ Live Lagoons-ის [„ცოცხალი ლაგუნა“]   კოორდინატორი. „ჩვენ გამოვთვალეთ, თუ რა რაოდენობის სასუქის ამოწოვა შეუძლია ამ კუნძულებს. ერთ კუნძულს წელიწადში იმდენი სასუქის გაწოვა შეუძლია, რამდენსაც ორი ან სამი ოჯახი უშვებს.“

ამ პროექტს 1.2 მილიონი ევროს გრანტი აქვს, რომელიც ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში გაიცემა.

Leave a Reply

Menu Title