"ენგურჰესი" ტუმბოებს კომპანია Гидромашина-სგან შეისყიდის

“ენგურჰესი” ტუმბოებს კომპანია Гидромашина-სგან შეისყიდის

“ენგურჰესი” კომპანია Гидромашина-სგან ტუმბოებს შეისყიდის. ЦНС-90/135 ტიპის ტუმბოების მიწოდების შესახებ “ენგურჰესსა” და Гидромашина-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. მთავრობის განკარგულებაში არ არის განმარტებული, რა რაოდენობის ტექნიკას და რა ფასად მიიღებს “ენგურჰესი”.

Гидромашина რუსეთში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა და მანქანათმშენებლობის წამყვანი საწარმოების ოფიციალური პარტნიორია.

Leave a Reply

Menu Title