ნორმაზე 33-ჯერ მეტი – ჰაერის დაბინძურებით კიევი მსფოლიოში პირველ ადგილს იკავებს

დაბინძურებული ჰაერის კონცენტრაცია კიევში  33-ჯერ აჭარბებს „ჯანმოს“ რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  IQAir ავრცელებს.

ჰაერის დაბინძურების მიხედვით კიევმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა პაკისტანი და ბანგლადეში. ჰაერის ხარისხის ინდექსი ქალაქის თითქმის ყველა რაიონში დაეცა. საინფორმაციო სააგენტო „ZN“-ის ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი დაკავშირებულია ქარის მიმართულების შეცვლით და ახლა უკვე დედაქალაქში არსებული ნამწვით და კვამლით სხვა რეგიონებიდან, რომლებიც დაზარალდნენ საავიაციო თავდასხმის შედეგად რუსეთის მხრიდან.

Leave a Reply

Menu Title