ქართულ ენერგეტიკაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები 70–იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა

ენერგეტიკაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები 70–იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „ჰიდტექ საქართველო“  მასპინძლობს. კონფერენცია ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა.

ენერგეტიკის მინისტრმა კონფერენციაზე ჰიდროენერგეტიკის განახლებადი ენერგიის წყაროების ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო პროექტებისა და საქართველოში საკანონდმებლო რეგულირების საკითხების შესახებ ისაუბრა.

„ენერგეტიკა საქართველოში არის ერთ–ერთი წამყვანი დარგი. საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ, პრიორიტეტად დაასახელა ეს მიმართულება, რათა ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ახლო მომავალში ეს რესურსები ავითვისოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ძალიან მდიდარია წყლის რესურსებით. საქართველოში  25 ათასი მდინარეა და აქედან 300–ია საინტერესო ამ მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო რომელიც განვითრების გზაზეა, მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის. ძალიან ბევრი ინვესტორი დაინტერესდა იმით, რომ საქართველოში გარკვეული ინვესტიცია განახორციელოს.

საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით, ასეთი მასშტაბური ინვესტიციები, 70–იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველა კომპანიისთვის, ვისაც ინტერესი აქვს ამ დარგის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა ნაყოფიერი იქნება. ვთანამშრომლობთ საერთშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან , მსოფლიო ბანკთან, EBRD და KFW–თან. მომავალში მათთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

Leave a Reply

Menu Title