დავით სონღულაშვილი: საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით

„საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისით. ყველაფრის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაზრდილი რისკების გამო, იზრდება ფასებიც, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე. ბუნებრივია, ეს ტენდენცია აისახება საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანაზე”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და კერძო სექტორი ერთობლივად მუშაობენ.

„პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამ ამბის სათავისოდ გამოყენებას, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქცენტის გამოსავალზე უნდა გადავიტანოთ და არა  – პრობლემის სიმწვავეზე. ეს პრობლემა ნამდვილად არ აღმოუჩენია ოპოზიციას. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს მთავრობა, უმრავლესობა და კერძო სექტორი, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

Leave a Reply

Menu Title