ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

პრემიერი: მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში

ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მან შესაბამის სამინისტროებს დავალებები უკვე მისცა.

„მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის თუ დიდი ჰესები. მე დავალება მივეცი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს. რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ საბოლოო მოდელს და ვფიქრობთ, რომ უკვე მომავალ კვირაში მექნება საშუალება ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე აშენდეს ჰესები. წლიდან წლამდე გვეზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას. ამ მიმართულებით მომავალ კვირას გვექნება პრეზენტაცია და წარვუდგენთ ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს“, – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply

Menu Title