კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, კლიმატის ცვლილებების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, გლობალური დათბობა იმაზე ორჯერ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე 2015 წელს პარიზში ქვეყნების მთავრობების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანთა უმოქმედობა კატასტროფულად აისახება კლიმატზე. თუმცა მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ვითარება გამოსწორდეს.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ტემპერატურა სახიფათო ნიშნულს მიაღწევს, თუ არ შემცირდება სასათბურე აირების ემისიები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მსოფლიოს ქვეყნებს აქვთ დაგეგმილი. მათ აღნიშნეს, რომ უმოქმედობამ  თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა, მიუხედავად ამისა,  ისინი იმედის მომცემ ნიშნებსაც ხედავენ.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, გლობალური დათბობის პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე ეს 2015 წელს განსაზღვრეს. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა თუ კომპანია ერთს აცხადებს და მეორეს აკეთებს. მისი შეფასებით, მათი უმოქმედობა და ტყუილი კატასტროფულ შედეგს გამოიღებს.

2015 წელს პარიზში მთავრობები შეთანხმდნენ, რომ 21-ე საუკუნეში გლობალური დათბობა 2 გრადუსზე ქვემოთ უნდა შენარჩუნებულიყო.

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის თანათავმჯდომარის ჯეიმს სკის აზრით, ეს პრობლემები ადამიანთა ქმედებით არის გამოწვეული, მათი მოგვარება კი მხოლოდ ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი. წარდგენილი ანგარიშით მათ სურთ საზოგადოებას გააგებინონ, რომ ყველაფერი არ დაკარგულა და ჯერ კიდევ არსებობს შანსი მდგომარეობის გამოსწორებისა.

ერთ-ერთი გამოსავალი წიაღისეული საწვავის მყისიერი ჩანაცვლებაა განახლებადი ენერგიით, რაც მზისა და ქარის ენერგიასა თუ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლას გულისხმობს.

წყარო: euronewsgeorgia.com

Leave a Reply

Menu Title