ჩინელები რუსეთს გაზსა და ნავთობში იუანს უხდიან

ჩინელი იმპორტიორები, რომლებიც რუსეთთან ენერგომატარებლებით ვაჭრობის შენარჩუნებას ცდილობენ, რუსულ ნედლეულში იუანის გადახდაზე გადავიდნენ. ამ სახით შემდგარი გარიგებით პირველი მიწოდება აპრილში იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

ადგილობრივ ვალუტაში გადახდის გადაწყვეტილებმა ჩინურმა კომპანიებმა სანქციების გამო მიიღეს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო დაუწესეს. შეზღუდვების გამო ზოგიერთ რუსულ ბანკს საერთაშორისო საგადახდო სისტემაზე SWIFT წვდომა აღარ აქვს.

2021 წელს ჩინეთისთვის ნახშირის მიწოდების მოცულობით რუსეთი მეორე ადგილზე გავიდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, აზიის ბაზარზე რუსული ნავთობის პარტიები გამოჩნდა. Sokol-ის მარკის ნავთობი სახალინიდან უკვე შეისყიდეს იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ჩინეთმა და ინდოეთმა. სახალინის ნავთობიდან ბევრი დიზელი იხდება და მის მიწოდებას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებამდე მაქსიმუმ 1 კვირა სჭირდება.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title